სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.


პოზიციის მიზანია ფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.

 

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:

·       აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს;

·       მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

·       მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:


განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

·       კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

·       ქართული - სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·       მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;

·       კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;

·       გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·       ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს;

·       კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 24 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით