სს „საქართველოს ბანკის“  შესაბამისობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას რეგულატორული შესაბამისობის ოფიცრის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკისთვის რელევანტური ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზი და მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ბანკის მიერ განსახორციელებელი ქმედებების განსაზღვრა;

  • ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა საკანონმდებლო სიახლეების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის საკანონმდებლო მოთხოვნების განმარტებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა;

  • ბანკის მასშტაბით კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით შესაქმნელი პოლიტიკა-პროცედურების შემუშავება/განახლება ან/და შემუშავების პროცესში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა;

  • ბანკში არსებული პროდუქტების/პროცესების შეფასება კანონმდებლობასთან შესაბამისობის რისკების გამოვლენის მიზნით;

  • ბანკის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეესტრის წარმოება და განახლება;

  • ბანკის მასშტაბით შესაბამისობის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი სატრენინგო პროგრამისა და სატრენინგო მასალების მომზადება.


სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება:

უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო/ბიზნეს სამართლის მაგისტრი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);


სავალდებულო ცოდნა:

  • კომერციული ბანკების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

  • ენები: ინგლისური ენა სრულყოფილად.

უნარები:

  • კრიტიკული აზროვნება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ეფექტური კომუნიკაცია;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა;

  • გუნდურობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 1 მაისი, 2024.


გამოაგზავნეთ განაცხადი