სს „საქართველოს ბანკის“ საგადასახადო ანგარიშგების და რისკების მართვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საგადასახადო ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ბანკისა და ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიის ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის ანალიზი;
ბანკისა და ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიის საგადასახადო ანგარიშგების მონიტორინგი;
ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი - ფინანსების, ეკონომისტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი საგადასახადო ანალიტიკოსის / კონსულტანტის პოზიციაზე.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;
ინგლისური ენის ცოდნა;
ანალიტიკური უნარები;
პასუხისმგებლიანობა - შედეგზე ორიენტირება;
გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების უნარი;
დროის/პრიორიტეტების ეფექტურად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა/ორგანიზებულობა;
პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა - სიახლის და მუდმივი გაუმჯობესების სურვილი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 მაისი, 2024