საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისების ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • სს „საქართველოს ბანკი“-ს ბექ ოფისების მონიტორინგი შემდეგი მიმართულებებით: სისუფთავე, ინტერიერის/ექტერიერის ვიზუალური მდგომარეობა , ელექტრო და სარემონტო მიმართულებები.

  • გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის მიმართულებით წვრილმანი სამუშაოების ჩატარება: შიდა ბლოკის ფილტრების წმენდა (საჭიროების შემთხვევაში), პულტის და თერმომასტატის დარეგულირება, დრენაჟის მილის მოწესრიგება და ა.შ.

  • ელექტროობის მიმართულებით: მაგიდების კაბელების მოწესრიგება, ნათურის შეცვლა, დამაგრძელებლის სათანადო ადგილას დაერთება/მიწოდება და ა.შ.

  • სარემონტო მიმართულებით - სახელურის, პლინტუსების, ფილების და ა.შ. დამაგრება, სიფონის მოწესრიგება, ონკანის შეცვლა და ა.შ.

  • ლოჯისტიკის მიმართულებით - მარტივი დავალების შესრულება

  • შეფასების ცხრილების მიხედვით ხარვეზების იდენტიფიკაცია. მართვის სისტემაში ხარვეზების ინციდენტებად დაფიქსირება, კონტრაქტორთან კომუნიკაცა და მოგვარების ვადების კონტროლი.

  • ბანკის შიდა ჯგუფების და გარე კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი სტანდარტული ოპერირების პროცედურების მიხედვით.


სასურველი პროფაილი:


·განათლება: ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ტექნიკური სპეციალობები

·გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი

·სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა


 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 12 დეკემბერი, 2023

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით