msme ბიზნეს პორტფელური რისკების ანალიტიკოსი
„საქართველოს ბანკის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
· მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მონიტორინგი;
· პორტფელის ხარისხის პარამეტრების დაგეგმვასა და ლიმიტების მართვაში მონაწილეობა;
· რისკ მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
· მიმართულების რეპორტინგის წარმოება და არსებული რეპორტების ავტომატიზაცია;
· ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა;
· შიდა მენეჯერული აღრიცხვის გამართვა, საჭირო პროცესების ინიცირება შესაბამის გუნდებთან;
· მენეჯმენტისთვის რეგულარული პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;
· რეგულატორულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;
· საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის Ad-hoc დავალებების შესრულება;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
· აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (MS SQL Server / Oracle);
· ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
· რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
· ფინანსური უწყისების ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
· PowerBI დეშბორდების მომზადების გამოცდილება და DAX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:
· MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
· SQL-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;
· PowerBI-ში მუშაობის შესაძლებლობა;
· ვიზუალურად გამართული რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· სიახლეების ძიებასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
· დეტალების ძიებისა და საკითხის სიღრმისეულად გააზრების უნარი;
· ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· კარგი კომუნიკაციის უნარები;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2023 წელი.