IT ხარისხის მართვის ინჟინერი
საქართველოს ბანკის Agile გუნდში ვეძებთ IT ხარისხის მართვის ინჟინერს.
თუ გაინტერესებს ტექნოლოგიური სფერო, და შენთვის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, ხარ დეტალებზე ორიენტირებული, გიყვარს ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათ მოგვარებაზე ზრუნვის პროცესი, მუდმივად ცდილობ გაიღრმავო ცოდნა და გაიუმჯობესო სამუშაო პროცესი ახლებური მიდგომების გამოყენებით, მაშინ შემოგვიერთდი IT ხარისხის მართვის ინჟინრის პოზიციაზე.
შენი სამუშაო გარემო
Scrum გუნდში მუშაობა გულისხმობს
ერთი პროდუქტის/მიზნის გარშემო გაერთიანებულ, სხვადასხვა კომპეტენციის მქონე ადამიანთა თვითორგანიზებულ გუნდში მუშაობას, რომლებიც თავად იფიქრებენ და ასრულებენ პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ამოცანებს.
ჩვენ გთავაზობთ ღია და კოლაბორაციულ გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა უმნიშვნელოვანესია და შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.
შენი როლით გუნდში
გაანალიზებ ბიზნეს ამოცანების მოთხოვნების დეტალებს და გაივლი კონსულტაციას დაინტერესებულ მხარეებთან შესასრულებელი ამოცანების სწორად აღსაქმელად
თითოეული ამოცანის (user story) შესაბამისად განსაზღვრავ ტესტირების ტიპებს, რაც საჭირო იქნება ტესტირების ფაზის უზრუნველსაყოფად
დააზუსტებ ინფორმაციას ტესტირების პრიორიტეტებთან დაკავშირებით
გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ამოცანების შეფასებაში
დაგეგმავ, შეაფასებ და კოორდინაციას გაუწევს ტესტირების პროცესს
შექმნი და განაახლებ მოთხოვნების ანალიზის შედეგად საჭირო ტესტ ქეისებს
ჩაატარებ ტესტირების პროცესს Black Box და White Box მეთოდებით
დააიდენტიფიცირებ, დოკუმენტირებას გაუკეთებ და მეთვალყურეობას გაუწევ ხარვეზებეს
ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უზრუნველყოფ რეგრესიული ტესტირების ფაზას
მოამზადებ დეტალურ სამომხმარებლო დოკუმენტაციას ფუნქციონალური განახლებისას
რა გჭირდება IT ხარისხის მართვის პოზიციაზე:
ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების კარგი ცოდნა
ტესტ სცენარების და ტესტ ქეისების გამართულად და სტრუქტურიზებულად ჩამოყალიბების უნარი
White Box და Black Box ტესტირების გამოცდილება
STLC-ის და SDLC-ის ცოდნა
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები
პროაქტიულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესებში
ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი)
ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება
ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით, მათ შორის საშუალო და კომპლექსურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება
რას ჩავთვლით უპირატესობად:
SQL, Oracle PL/SQL - ის საფუძვლიანი ცოდნა
პროგრამირების ენა Java-ს საწყისების ცოდნა
ამოცანებისა და ტესტ ქეისების მენეჯმენტისთვის საჭირო ხელსაწყოების ცოდნა: Jira, Zephyr Scale
ავტომატიზაციის მიდგომების, Framework-ებისა და ხელსაწყოების ცოდნა - Web, Mobile Platform-ების სხვადასხვა Framework - ებისთვის (Selenium, Appium);
ISTQB სერტიფიცირება
იცნობ CI/CD-ის პროცესის ზოგად მიდგომებს და ინსტრუმენტებს
Agile Framework-ით მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
დისტანციურ სამუშაო დღეებს
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
გამოგზავნის ბოლო ვადა 21/11/2024
ველით შენთან შეხვედრას ^_^