სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კახეთის რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კახეთი
ძირითადი მოვალეობები:
რეგიონის ფილიალების მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
რეგიონის შედეგების ანალიზი, შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მხარდაჭერა და განხორციელების მონიტორინგი;
ბაზრის მონიტორინგი და ანალიზის შედეგად სამუშაო სტრატეგიისა და რეკომენდაციების განსაზღვრა;
რეგიონში შემავალი ფილიალების გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
მომსახურების ხარისხის, დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
პერსონალის სამუშაო პროცესში მხარდაჭერა, მათი განვითარება სტრატეგიული ბიზნეს მიზნების მხარდასაჭერად;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის მინ. 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
გამოხატული მენეჯერული უნარები: თანამშრომლების შეფასების, მართვის, მოტივაციის უნარი;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები, როგორც წერით, ასევე ზეპირი;
კეთილგანწყობა და ნდობის მოპოვების უნარი;
პროექტის მართვის უნარი; პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
დროის, სამუშაოს დაგეგმვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარები;
ინიციატივიანობა, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
სწორი დელეგირების უნარი;
რთული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კარგი გაყიდვების უნარი;
მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ტალანტების იდენტიფიცირება, განვითარება, ზრუნვა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი, სასურველია - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 მაისი, 2024 წელი.