სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში,  ტექნიკური მხარდაჭერის ოფიცრის  თანამდებობაზე. (შიდა ქართლი)

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·       ბანკის ობიექტებზე უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური ხარვეზის/პრობლემის აღმოფხვრა

·       ტექნიკური დავალების  შესრულება და რეპორტების წარმოება

·       ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი

·       უსაფრთხოების სისტემებთან , ჩამწერ მოწყობილობებთან და შეზღუდულ დაშვების სისტემებთან მუშაობა

 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

·       სავალდებულოა მართვის მოწყობა (B კატეგორია , მექანიკური ავტოსატრანსპორტო მართვის მოწმობა ).

 

 

განათლება:

 

უმაღლესი განათლება; სასურველია ტექნიკური მიმართულებით

 

 

სამუშაო გამოცდილება:

 

·       უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;

·       ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;

·       სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

 

სამუშაო გრაფიკი:

 

დღის სტანდარტული სამუშაო გრაფიკი

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:  

 

·       გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;

·       გუნდური მუშაობის უნარი;

·       ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

·       შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ

·       თავაზიანობა და კეთილგანწყობა;

·       საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

·       ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

·       სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით