საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, გამოცდილი UI/UX დიზაინერის ვაკანსია გვაქვს.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ UI/UX დიზაინერს, რომელიც იმუშავებს ბანკის შიდა პლატფორმების მომხმარებლებიისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
ძირითადი საქმიანობები:
მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;
პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება;
გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;
High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;
დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.
UI/UX დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია:
დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
ენერგიით და მოტივაციით სავსვე გუნდში მუშაობის სურვილი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:·
UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
კომპლექსური Mobile და Web აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება;
დიზაინ სისტემაზე მუშაობის გამოცდილება;
Figma-ს გამოყენების გამოცდილება;
Wireframe-ების შექმნის გამოცდილება;
PS, AI მინიმალური ცოდნა;
UX კვლევის საფუძვლების ცოდნა.
გამოხმაურებას ველით 2025 წლის 10 თებერვლამდე.