სს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის თანამდებობაზე თბილისში.
პოზიციის მიზანია: მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და მათი კმაყოფილების კვლევა შესაბამისი კითხვარების საშუალებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-19:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებელთან;
· კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია სოციოლოგიის მიმართულება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული);
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
· კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
· კეთილგანწყობა;
· გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ,შესრულების სისწრაფე, კარგი მეხსიერება,პასუხისმგებლობა,ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 ოქტომბერი, 2024.