სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური საკასო ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ქუთაისში


ძირითადი ფუნციები:


  • რეგიონალური საკასო ცენტრისთვის თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;

  • საკასო ოპერაციების ხარისხის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე;

  • სალაროს ოპერაციების მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების ოპერატიულად გამოვლენის მექანიზმების დანერგვა და შესაბამისი რეაგირება;

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვისა და აღრიცხვის კონტროლი; ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების საბუღალტრო მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  •   ფულის ნიშნების სათვლელი, დამხარისხებელი და მაფორმირებელი ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის კონტროლი;

  • გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნების საქართველოს ბანკის თბილისის საკასო ცენტრში გაგზავნა და დასკვნის შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის კონტროლი;

  • დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სალაროების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება/აღრიცხვა/გადათვლა/ფორმირება/შენახვა/გაცემასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა;დალუქული საინკასაციო ჩანთების, მიღება, აღრიცხვა, შენახვა, გაცემა;

  • სალომბარდე ოქროსა და სხვა ფასეულობის მიღება/გაცემა და შენახვა/აღრიცხვა.

  • ფულისა და ფასეულობათა საცავზე მატერიალურად პასუხისმგებლობა, გასაღების შენახვა და კოდის მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;

  • მის მიერ შესრულებული ოპერაციების ასახვა შესაბამის საბანკო პროგრამაში, სათანადო დოკუმენტაციის ბეჭდვა, ხელმოწერებით უზრუნველყოფა და შენახვა არსებული პროცედურების შესაბამისად;

  • სალაროს დღიური დოკუმენტების მომზადება;

  •  BIA ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის შესრულება;

  • BCP ტესტირებებში მონაწილეობა დაგეგმილი კალენდრის მიხედვით;

  • დეპარტამენტისთვის განსაზღვრულ BCM პროექტებში  ჩართულობა


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, ფინანსები, საბანკო საქმე , ტექნიკური სპეციალობები


სამუშაო გამოცდილება: მინ. 3 წელი შესაბამის პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. სასურველია პერსონალის მართვის გამოცდილება – ადამიანების კოორდინაცია.


აუცილებელი ცოდნა/უნარები:


·        მართვა და ლიდერობის საფუძვლები

·        HR მენეჯმენტის საფუძვლები

·        ფინანსები, ბიუჯეტირება და ხარჯების მართვაბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო პრინციპებიდაბეგვრის საბაზისო ცოდნა

·        მარკეტინგის საფუძვლები

·        პროექტების მართვის საფუძვლები

·        საქართველოს ბანკის ბრენდი

·        საქართველოს ბანკის ძირითადი ბიზნეს მიმართულები და მათი საქმიანობა

·        საქართველოს ბანკის პროდუქტები

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        ორგანიზებულობა;

·        სხარტი აზროვნება;

·        სამუშაო პროცესის დაგეგმვის, შესასრულებელი სამუშაოს დელეგირებისა და პრიორიტეტების განზაზღვრის უნარი;

·        სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

·       ენები:

ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);

ინგლისური და რუსული - კარგად

·       კომპიუტერული პროგრამები: MS Excel,MS Outlook, MS Power Point, MS Word, სპეციფიური პროგრამები/მოდულები:  Va-Bank


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.