სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე თელავში.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება:

·      დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;

·      საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;

·      მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;

·      ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;

·      საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;

·      სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;

·      რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

·      აუცილებელი მოთხოვნა - უფროს ბანკირად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

 

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

·      ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;

·      დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);

·      ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);

·      გაყიდვების ტექნიკა;

·      ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;

·      საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·      გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; 

·      ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;

·      დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

·      პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 იანვარი, 2025

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით