სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
• მომხმარებელთან ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;
• შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;
• ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება, დასურათება;
• ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვა; ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
• ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;
• უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის,საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა).
ცოდნა და უნარები:
• კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა(პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოაპარატი);
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
• გამართული კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
• ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 2025.