ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სსს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

 

ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

 

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას, ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;

  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათი დახმარება

  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;

  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • გაეცნო SOLO ლაუნჯში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ არასაბანკო პროდუქტებს;

  • კონსულტაცია და პრემიუმ ხარისხის მომსახურება გაუწიო SOLO მომხმარებლებს;

  • იზრუნო SOLO ლაუნჯის ინტერიერისა და ინვენტარის მუდმივ მონიტორინგზე.

  • ჩაერთო ბუტიკის ექსკლუზიური ნივთების გაყიდვის პროცესში

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1180 ლარი) + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

  • უფასო სოლო პაკეტი

  • დაზღვევის უფასო პაკეტი

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი გამოცდილება მომსახურების, საბანკო სექტორის ან გაყიდვების მიმართულებით.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);

  • ენების ცოდნა: აუცილებელი - ინგლისური ენა; სასურველი - რუსული ენა (ვერბალური უნარები);

გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 ნოემბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით