Java დეველოპერი
საქართველოს ბანკის Agile გუნდში ვეძებთ Java დეველოპერს.
თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი და შეგიძლია გუნდთან ერთად იმუშაო რთული და ინოვაციური მიზნების მისაღწევად, მაშინ ჩვენ გთავაზობთ Java დეველოპერის როლს.
შენი სამუშაო გარემო:
შენ გახდები გუნდის წევრი, სადაც სხვადასხვა კომპეტენციის მქონე გამოცდილი პროფესიონალების თვითორგანიზებული გუნდი საერთო მიზნების გარშემოა გაერთიანებული. გუნდთან ერთად მოიფიქრებ მიზნების მიღწერვის გეგმას და ერთად შეასრულებთ მისი განხორციელებისთვის საჭირო ამოცანებს.
შენ ჩაერთვები ღია და კოლაბორაციულ გარემოში, სადაც გუნდური მუშაობით ვაღწევთ წარმატებას და დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.
შენი როლით გუნდში:
მონაწილეობას მიიღებ პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში, როგორიც არის დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;
შექმნი მრავალჯერადად გამოყენებად პროგრამულ კომპონენტებს და ბიბლიოთეკას;
ჩაერთვები პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის პროცესში;
გუნდთან ერთად ჩაერთვები ბიზნეს ამოცანების ანალიზისა და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში;
Java დეველოპერობისთვის გჭირდება:
მინიმუმ ორწლიანი თანამედროვე პროგრამირების ენაზე გამოყენებით კომპლექსური პროგრამული კომპონენტების შექმნის გამოცდილება;
Spring-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პროგრამული კომპონენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა;
SQL და ORM ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა (JPA2, Hibernate);
MVC, JDBC და RESTful კონცეფციების ღრმა ცოდნა;
პრაქტიკული გამოცდილება Java- ს მიკროსერვისულ არქიტექტურასთან, Spring-Boot– ის გამოყენებით;
SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს;
დისტანციურ სამუშაო დღეებს;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კონკურენტულ საბაზო ხელფასს და შესრულების პრემიას;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 09/09/2024.
ველით შენთან შეხვედრას ^_^