საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში ვეძებთ რეკომენდერის Cluster Product Owner-ს.

შენ უხელმძღვანელებ სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტისთვის რეკომენდაციების სისტემებზე დაფუძნებული შვიდნიშნა ღირებულების მომტანი პროდუქტების განვითარებას.


შენ გექნება უშუალო როლი კლასტერის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და ერთდროულად მეთვალყურეობას გაუწევ 3-4 დინამიურ, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტს. საერთო ჯამში, გექნება საშუალება იმუშაო 15 მონაცემთა მეცნიერთან, ანალიტიკოსთან, ინჟინერთან და ანალიტიკური პროექტის ლიდთან.

შენ იქნები კლასტერის მთავარი სახე და წარმომადგენელი ბიზნეს პარტნიორებთან და გექნება მთავარი როლი პროექტების წარმატებით შესრულებაში.


ამ პოზიციაზე მუშაობისას დაგჭირდება:

1.      ბანკის სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოწვევების ანალიტიკური მოგვარების პოტენციალის იდენტიფიცირება.

2.      კლასტერის ბექლოგის ბანკის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით მართვა.

3.      კლასტერში მიმდინარე ანალიტიკური ამოცანების წარმატებული პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფა.

4.      კლასტერში მიმდინარე პროექტებში მუდმივი ჩართულობა, პროექტის გუნდებთან ერთად ბიზნეს პრობლემის ოპტიმალური ანალიტიკური გადაწყვეტა და ამ გადაწყვეტის ბიზნეს პროცესში ეფექტურად დანერგვა.

5.      კლასტერში პროექტის ლიდერების მენტორობა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

6.      კლასტერის მიზნების შესრულებისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება.

 

აქტიურად მოგიწევს შემდეგი უნარების გამოყენება:

1.      ლიდერული უნარები:

·       შედეგზე ორიენტირებული და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნა.

·       კლასტერის რესურსების ოპტიმალური განაწილება და ეფექტური გამოყენება.

·       გუნდის წევრებისთვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურად წარმოჩენაზე დახმარება.

2.      ანალიტიკური აზროვნება:

·       გუნდის ტექნიკური ამოცანების შინაარსის სიღრმისეული გააზრება.

·       მონაცემთა ანალიზის შედეგების ბიზნესისთვის ღირებულ მიგნებებში თარგმნა.

3.      ეფექტური კომუნიკაციის უნარები:

·       შეხვედრების ეფექტურად მართვა და ფასილიტაცია.

·       მონაცემების ეფექტური ვიზუალიზაცია და პრეზენტირება

·       რთული ტექნიკური გადაწყვეტების მარტივად ახსნა არატექნიკური აუდიტორიისთვის

 

სასურველია, ასევე გქონდეს:

·       ანალიტიკური პროექტის მენეჯერის ან/და Product Owner-ის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

·       მაღალი რგოლის მენეჯერებთან მუშაობის გამოცდილება

·       შეხვედრების მართვის და პრეზენტაციების კეთების გამოცდილება

·       მონაცემების დამუშავების და ვიზუალიზაციის გამოცდილება

·       სტატისტიკის ცოდნა საბაზისო დონეზე

·       ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიო და ლაკონური წერის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

გელოდებით, მოგვიყევი შენზე.

გამოხმაურებას ველოდებით 31 იანვრამდე.

გისურვებთ წარმატებას !

გამოაგზავნეთ განაცხადი