ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ექსპრეს სალომბარდო საქმიანობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: ბათუმი, მარნეული, თელავი, გურჯაანი, რუსთავი,ფოთი, ბოლნისი, ზუგდიდი, კასპი, გორი
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;
გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.
ჩვენ გთავაზობთ:
თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;
კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:
განათლება:
უმაღლესი (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი.
სამუშაო გამოცდილება:
სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17 მარტი, 2025