საქართველოს ბანკის პროექტირების, ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტში ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვეძებთ.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა და რეკომენდაციების გაცემა;

  • სამშენებლო პროცესის კონტროლი და ტექნიკური საკითხების განხილვებში მონაწილეობა;

  • ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო პროცესის მართვა;

  • კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ფორმების საკონტროლო შემოწმება და დამოწმება;

  • საშემსრულებლო დოკუმენტაციის კონტროლი.

 

ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:

სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება.

 

ზედამხედველობის სამსუხრის უფროსისთვის მნიშვნელოვანია:

  • სამშენებლო განათლება;

  • მშენებლობის უსაფრთხოების წესების საბაზისო ცოდნა;

  • საოფისე პროგრამებისა და Auto-Cad-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

  • პასუხისმგებლიანობა;

  • აქტიურ, დინამიურ გარემოში და გუნდში მუშაობის სურვილი;

  • გუნდისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარ-ჩვევები.

 

 

გამოხმაურებას ველით 2024 წლის 13 ნოემბრამდე.

 

წარმატებები!

 

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით