სს „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას Wealth Management Business Development & Reporting Officer პოზიციაზე თბილისში.

 

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

 

  • საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკების ანალიზი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

  • კლიენტების საჭიროების მონიტორინგი და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება;

  • ახალი პროდუქტების კონცეფციის შემუშავება, ასევე მისი შექმნისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

  • მრავალფეროვანი ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

სამუშაო გამოცდილება: მინ. 6 თვიანი გამოცდილება რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით. 

 

განათლება: სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.

 

ცოდნა და უნარები:

 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;

  • კარგად განვითარებული პრეზენტაციის უნარი;

  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;

  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით