საქართველოს ბანკის მისიაა, ვიყოთ წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა — და ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია პიროვნულად და პროფესიონალურად განვითარდეს.
სს „საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის ჩათის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.
ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, რომლებიც იმყოფებიან ვადაგადაცილებაში და მოგვმართავენ მობაილ ბანკის ჩათის მეშვეობით – შესაბამისი ინფორმაციის და კონსულტაციის მიწოდება;
მეილზე შემოსული შეტყობინებების მართვა – გადამისამართება შესაბამის მიმართულებებზე ან საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად მხარდაჭერის გაწევა;
ვადაგადაცილებული მომხმარებლების მართვა, განსაკუთრებით 1-დღიანი ვადაგადაცილების ეტაპზე – აქტიური კომუნიკაცია როგორც მომხმარებელთან, ისე მათ სოლო ბანკირებთან.
ჩვენ გთავაზობთ:
· სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
· 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
· მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
· გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების, ონლაინ მომსახურების ან ჩათის არხებში კომუნიკაციის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
· შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.
· ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი (გრამატიკულად სწორად, მკაფიოდ და ზრდილობიანად ჩათში ურთიერთობის შესაძლებლობა)
· დროის მართვის და ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდს, აღმოაჩინე შენი პოტენციალის მაქსიმუმი, რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 3 ივნისი, 2025 .