სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უზრუნველყოფის მართვის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • სებ-ის რეგულაციით და ბანკში მოქმედი სტანდარტის შესაბამისად გადასაფასებელი ქონებების სიმრავლის იდენტიფიცირება და პროცესის ინიცირება; 

  • ვენდორ კომპანიებთან/შიდა შემფასებლებთან შესასრულებელი სამუშაოს პირობების, მოცულობის, ვადების განსაზღვრა და შეთანხმება; შედეგების მონტორინგი;

  • ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;

  • დასაკუთრებული ქონებების ანალიზი;

  • ბანკის უზრუნველყოფაში არსებული აქტივების პორტფელური ანალიზის პროცესში მონაწილეობა;

  • პორტფელის სიჯანსაღის განსაზღვრა და შესაძლო რისკების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


·       განათლება: უმაღლესი;

·       სამუშაო გამოცდილება: საშემფასებლო, აუდიტორულ, საბანკო, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

 


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Office);

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი . 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4 ივლისი , 2024 წელი

გამოაგზავნეთ განაცხადი