უძრავ/მოძრავი ქონების ინსპექტორი - სვანეთი
სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უძრავ/მოძრავი ქონების ინსპექტორის თანამდებობაზე სვანეთში.
ძირითადი ფუნქციები:
ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;
შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;
ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება;
ქონების დასურათება;
ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
მოპოვებული მონაცემების გადაგზვნა დამკვეთთან;
ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში; (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის, საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა)
სხვა მოთხოვნები: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
საჭირო ცოდნა და უნარები:
კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა (პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოპარატი);
ორგანიზებულობა;
კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
გუნდური მუშაობის უნარი;
ლოიალურობა;
მოქნილობა, შესრულების სისწრაფე;
ენები: ქართული თავისუფლად;
ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ივლისი, 2024.