სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უძრავ/მოძრავი ქონების ინსპექტორის თანამდებობაზე ქ. ქობულეთში.

 

 ძირითადი ფუნქციები:

  •  ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;

  • შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;

  • ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება;

  • ქონების დასურათება;

  • ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;

  • მოპოვებული მონაცემების გადაგზვნა დამკვეთთან;

 

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:  სასურველია უმაღლესი;

 

სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ  სფეროში; (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის, საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა)

 

სხვა მოთხოვნები: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

 

 

საჭირო ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა (პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოპარატი);

  • ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ლოიალურობა;

  • მოქნილობა, შესრულების სისწრაფე;

  • ენები: ქართული თავისუფლად;

  • ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით