სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შემფასებლის თანამდებობაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქციები:

  • უძრავი ქონების შეფასება;

  • ქონების მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;

  • ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;

  • შეფასების დასკვნის მომზადება;

  • საჭიროების შემთხვევაში უძრავი ქონების გადაფასება;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი.


სამუშაო გამოცდილება: შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

მოქმედი- უძრავი ქონების შეფასების სერტიფიკატი (სასურველია);

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი.

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით