სს საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას UX კვლევის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
პოზიცია მოიცავს ციფრული პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე შესაბამისი კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობას; პროდუქტისა და დიზაინის გაუმჯობესებისთვის insights-ების ამოღებას; სხვა მკვლევარებთან, პროექტის მენეჯერებთან, კონტენტ არქიტექტორთან და დიზაინერებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
ძირითადი ფუნქციები:
· კვლევის საჭიროებების განსაზღვრა
· კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება
· პროდუქტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე შესაბამისი კვლევის მეთოდის (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი) გამოყენებით მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა
· კვლევის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება
· საჭიროების შემთხვევაში, wireframe-ების შექმნა
უმაღლესი განათლება:
ბაკალავრის ხარისხი: სასურველია ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება:
· კვლევით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
· ციფრულ არხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საჭირო უნარ-ჩვევები:
· კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდებისა ცოდნა
· მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის პროგრამის (SPSS) ცოდნა
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel, MS PowerPoint)
· ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
· ადამიანების ქცევაზე და ემოციებზე ყურადღებით დაკვირვების უნარი
· დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის უნარი
· ყურადღება დეტალების მიმართ
· რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი
· პრეზენტაციის ჩატარების კარგი უნარი
ველოდებით გამოხმაურებას 2025 წლის, 18 თებერვლის ჩათვლით.
წარმატებებს გისურვებთ!