უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის მოადგილე - (კახეთი)
სს „საქართველოს ბანკის“ უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე - კახეთში.
ძირითადი ფუნქციები:
ობიექტების (სერვისცენტრები, ბექოფისები)- ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის კონტროლი:
ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი/ მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;
უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი, დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება;
ობიექტზე დაშვების პროცესის მხარდაჭერა/ კონტროლი და არაავტორიზებული ფიზიკური წვდომის პრევენცია და აღკვეთა.
გარე ბანკომატების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა და კონტროლი;
ბანკომატის განთავსებამდე ლოკაციის მოკვლევა და ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით რეკომენდაციების გაცემა;
მოქმედი ბანკომატების ყოველთვიური შემოწმება, ნებისმიერი შეუსაბამობის ან ობიექტზე განხორციელებული ცვლილების შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
ბიზნეს გარემოს განვითარების შესაბამისად, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ბიზნეს პროცესების ცვლილების/ოპტიმიზირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადების წარმოდგენა უშუალო მენეჯერთან
ბიუჯეტირების პროცესში ჩართვა: ანაზღაურება, ბონუსი, განვითარება/ტრენინგები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:
მინ. 3 წელი შესაბამის პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რთული სიტუაციების მართვის უნარი;
სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 27 სექტემბერი, 2024.