სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე ტყიბულში.
დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა:
ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;
თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;
ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;
ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 იანვარი, 2025.