სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი  აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე სამტრედიაში.

 

დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა:

  • ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;

  • თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;

  • ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;

  • ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით.

ცოდნა და უნარები:

  • სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;

  • ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;

  • ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;



ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი