უსაფრთხოების ადმინისტრატორი - ბაკურიანი, წალენჯიხა
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე რეგიონებში: წალენჯიხა, ბაკურიანი
ძირითადი მოვალეობები:
ბანკის ტეროტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების კონტროლი, სისტემების პერიოდული ტესტირება;
თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
ბანკის ტერიტორიაზე დაშვების სისტემების დაცულობის კონტროლი.
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდლება: სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით ან დაცვის სამსახურში.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
სასურველია სახანძრო უსაფრთხოების და წესების ცოდნა;
ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად;
ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
თავაზიანობა, სწორი გადამისამართება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 დეკემბერი, 2023.