ჩვენ, საქართველოს ბანკში, გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


სს „საქართველოს ბანკის" მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


სამუშაო გარემო:

გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე და ასრულებს წამყვან როლს მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ და დავნერგოთ კომპლექსური ანალიტიკური მოდელები, მოვახდინოთ პროცესების ავტომატიზაცია და ბიზნესს მივაწოდოთ ღირებული, სტრატეგიული ინფორმაცია.


ძირითადი მოვალეობები:

  • რთული ანალიტიკური მოდელების შემუშავება, ტესტირება და დანერგვა ბიზნეს პროცესებში.

  • მონაცემთა მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, მონაცემთა ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება.

  • ანალიტიკური პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის მართვა, იდეიდან დანერგვამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე.

  • სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება მონაცემთა ანალიზის საფუძველზე და მათი წარდგენა მაღალი რგოლის მენეჯმენტისთვის.

  • ახალი მონაცემთა წყაროების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა.

  • უმცროსი ანალიტიკოსების მენტორობა, მათთვის ცოდნის გაზიარება და პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.

ცოდნა და უნარები:

  • მონაცემთა ანალიტიკის, ტრანსფორმაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდების სიღრმისეული ცოდნა.

  • სტატისტიკური მოდელირების მიდგომების ცოდნა.

  • Python-ის ექსპერტულ დონეზე ცოდნა; PySpark-თან მუშაობის აუცილებელი გამოცდილება.

  • SQL-ის ექსპერტულ დონეზე ცოდნა და რთული მოთხოვნების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

  • Power BI-ის ან სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ფლობა.

  • ინგლისური ენა - B2 დონეზე.

  • სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნება.

  • ლიდერული უნარები და გუნდის მოტივირების უნარი.

  • პროექტების მართვისა და პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრის უნარი.

  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო გამოცდილება:

აუცილებელია მონაცემთა ანალიტიკის ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება. გამოცდილება საფინანსო სექტორში ჩაითვლება უპირატესობად.


განათლება:

უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ დარგში: მათემატიკა, სტატისტიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა ან სხვა მონათესავე მიმართულება.


გელოდებით, მოგვიყევი შენს შესახებ!რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17 აპრილი, 2026 წელი.

გამოაგზავნეთ განაცხადი