საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, ფიზიკური პირების გუნდში, უფროსი ბრენდ მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.


გეძებთ გუნდში, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა!


რას გააკეთებს ბრენდ მენეჯერი:

  • მოამზადებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს შესაბამისი ბრენდ მიმართულებისთვის.

  • მართავს მარკეტინგულ და საკომუნიკაციო პროექტებს;

  • შესაბამისი სარეკლამო კომუნიკაციისთვის შეიმუშავებს საჭირო მასალებს;

  • მისი პასუხისმგებლობა იქნება, ნებისმიერი სახის მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელება, რომელიც გამოიყენება ბანკის მიერ(ვებგვერდი, სატელევიზიო, რადიო, ბეჭდვითი)

  • დაგეგმავს კამპანიებს და მართავს იმპლემენტაციის პროცესს;

  • ითანამშრომლებს სარეკლამო კომპანიებთან.

 

ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • ხედვა პროდუქტების განვითარებაში;

  • ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი;

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;

  • გამართული კომუნიკაციის უნარები;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პრეზენტაციის უნარი.

 

ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:

  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, პროდუქტების, კომუნიკაციების ან ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით;

  • სასურველია გამოცდილება ლაიფსტაილის მიმართულებით.

 

გამოხმაურებას ველით 2026 წლის 3 ივლისამდე!

 

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი