საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.
ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე და მათი საჭიროების შესაბამისად ავითარებს პროდუქტს საქართველოს ბანკის დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს.
ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:
ბრენდის სტრატეგიის იმპლემენტირება/აღსრულება;
მარკეტის კვლევა და ტრენდების ანალიზი;
ბრენდის მონიტორინგი და რეპუტაციული რისკების კონტროლი;
პარტნიორობისა და სპონსორობის სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და რეგულარულად თვალყურის დევნება;
დამხმარე გუნდებთან ერთად კრეატიული გადაწყვეტების მოფიქრებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება.
ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:
მინიმუმ 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგში;
სასურველია გამოცდილება სწრაფად-ზრდად კომპანიაში, ციფრული არხების განვითარების კუთხით.
ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:
კარგი ანალიტიკური უნარები;
ონლაინ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლისთვის რელევანტური არხების განვითარების და შექმნის გამოცდილება;
ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება;
მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;
შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;
მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;
ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;
ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა.
გელოდებით, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ content driven, performance marketing-ით დაინტერესებულ ადამიანებს. მოგვიყევი შენზე!
გამოხმაურებას ველით 2025 წლის, 7 აპრილამდე, წარმატებები!