საქართველოს ბანკის პრობლემური კორპორაციული, მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ უფროს ანალიტიკოსს:

რომელსაც შეუძლია მონაცემებში დაინახოს სურათი, ტენდენცია და შესაძლებლობა. თუ გიყვარს რიცხვებთან მუშაობა, ანალიზი და გინდა შენი დასკვნები რეალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ახდენდეს გავლენას - ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი ფუნქციები:

  • პერიოდული და ადჰოკ რეპორტების მომზადება

  • არსებული რეპორტების გაუმჯობესება / ახალი ფორმების შექმნა

  • კლიენტებისა და პროდუქტების ჭრილში ანალიზის განხორციელება

  • სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ტენდენციების გამოვლენა და პრობლემების იდენტიფიცირება

  • დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის

  • დეპარტამენტის ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლების აღრიცხვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი)

  • PL/SQL – სავალდებულო

  • MS Excel – მაღალ დონეზე ცოდნა

  • Power BI - მაღალ დონეზე

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

  • გუნდური მუშაობის უნარი

  • ქართული ენა – გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია

  • ინგლისური B2 დონეზე ცოდნა.


რას გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

  • თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს

  • კონკურენტულ ანაზღაურებას

თუ მზად ხარ იმუშაო მონაცემებთან, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენს ბიზნესზე - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გამოგვეხმაურე 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით 🚀

გამოაგზავნეთ განაცხადი