საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერი ჩვენს ციფრულ არხებში განათავსებს სხვადასხვა სახის ინფორმაციებს და გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ვების და სხვა ციფრული არხების განვითარებაში.
უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერის საქმიანობა ასეთია:
ბანკის მთავარ ვებ-გვერდებზე კონტენტის განთავსება;
ვებ-გვერდების და ციფრული არხების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
შესაბამის გუნდებთან ერთად ახალი პროდუქტების გაშვებაში მონაწილეობის მიღება.
ჩვენთან შეძლებ ისწავლო:
CMS სისტემებთან მუშაობა;
მარკეტინგისა და სხვადასხვა ქროს ფუნქციურ გუნდებთან მჭიდრო მუშაობა;
Newsletter-ებსა და სხვა ციფრულ არხებში მარკეტინგულ კომუნიკაციაზე მუშაობა;
საძიებო სისტემის ოპტიმიზირებაზე (SEO) მუშაობა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
Google Analytics-ში მუშაობა და ვებ-გვერდების პერფორმანსის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
ჩვენი აზრით, ვებ-კონტენტ მენეჯერს უნდა:
აინტერესებდეს ციფრული სფერო და CMS სისტემები;
შეეძლოს დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზება;
შეეძლოს დროის სწორად განაწილება.
ველით გამოხმაურებებს 2025 წლის 4 ივლისამდე!
მოგვიყევი შენზე!