უმცროსი სპეციალისტი / საველე მონიტორი
დეპარტამენტი: Agro Business Development | Corporate Banking


პოზიციის მიმოხილვა

უმცროსი სპეციალისტი პასუხისმგებელია აგრო პორტფელის საველე მონიტორინგის განხორციელებაზე, კლიენტებთან და ვენდორებთან კომუნიკაციაზე, ანალიტიკურ ჯგუფთან ერთად პროექტის მოდელირებასა და მონიტორინგის გახორციელებაზე. აგრეთვე მონიტორინგის შედეგებზე დაფუძნებული რეპორტების მომზადებაზე. პოზიცია ითვალისწინებს აქტიურ საველე სამუშაოს და უშუალო ურთიერთობას კლიენტებთან .


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

საველე მონიტორინგი:

  • ყოველწლიური საველე ვიზიტების განხორციელება (გაზაფხული-ზაფხული) და საჭიროებისამებრ (JiT — Just in Time);

  • მცენარეების ჯანმრთელობის, სარეველების, სარწყავი სისტემის და ზოგადი საველე მდგომარეობის შეფასება;

  • საველე შეფასების კითხვარის შევსება და სკორინგი;

  • ფოტო და ვიდეო მასალის აღება ადგილზე.

კლიენტებთან და სხვა stakeholder-ებთან კომუნიკაცია:

  • კლიენტებთან მიმდინარე გამოწვევების, გეგმებისა და შედეგების განხილვა;

  • მოსავლიანობის, საოპერაციო ხარჯების (OpEx) და სხვა საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და სისტემატიზაცია;

  • კლიენტებისთვის მხარდამჭერი კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბანკის პოლიტიკის შესაბამისად;

  • ბანკის ანალიტიკის ჯგუფთან თანამშრომლობით პროექტების დამუშავება და მოდელირება.

ვენდორებთან კომუნიკაცია:

  • მომწოდებლებთან/ვენდორებთან კოორდინაცია პროექტის განხორციელების პროცესში;

  • პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.

რეპორტინგი:

  • საველე ვიზიტების შედეგებზე დაყრდნობით მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;

  • ანგარიშის სკორინგის სისტემის შევსება შეფასების კრიტერიუმების მიხედვით;

  • გამოვლენილი პრობლემების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება შემდეგ სფეროებში: აგრონომია, ეკონომიკა, ბიოლოგია, ან მომიჯნავე დარგი;

  • სასურველია 1–2 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის, საბანკო ან ანალიტიკის სფეროში;

  • საველე სამუშაოს გამოცდილება პრიორიტეტი იქნება.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • აგრარული სექტორის ბაზისური ცოდნა (მცენარეთა ჯანმრთელობა, სარწყავი სისტემები, სეზონური კალენდარი).

  • MS Office (Excel, Word, PowerPoint);

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • აქტიურ და დინამიურ გარემოში მუშაობის მზაობა.


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 11 მაისი!

გამოაგზავნეთ განაცხადი