SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი SOLO ბანკირის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი ფუნქციები:


  • სოლო მომხმარებლების მხარდაჭერა მომსახურების პროცესში;

  • სოლო საბანკო მომსახურებაში არსებული მომხმარებლებისათვის სრული საბანკო (როგორც საკრედიტო, ასევე საოპერაციო) მომსახურების გაწევა: ინფორმაციის მიწოდება მის ანგარიშებთან დაკავშირებით; კონსულტაცია საბანკო პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში; საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/შევსება/ფაილინგი.

  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსები/საბანკოსაქმე/ეკონომიკა/ბიზნეს ადმინისტრირება.​


სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა1 წლიანი საბანკო გამოცდილება საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით.

 

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

 

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 31 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით