სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას  უმცროსი შემფასებლის თანამდებობაზე სამეგრელოში (ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, სვანეთი).


 ძირითადი ფუნქციები:

  • ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;

  • შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;

  • ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება;

  • ქონების დასურათება;

  • ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრა, ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;

  • მოპოვებული მონაცემების გადაგზვნა დამკვეთთან;

  • ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;

  • უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი.


სამუშაო გამოცდილება: სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ  სფეროში; (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის, საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა)

 


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა (პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოპარატი);

  • ორგანიზებულობა;

  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • ლოიალურობა;

  • მოქნილობა, შესრულების სისწრაფე;

  • ენები: ქართული თავისუფლად;

  • ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, კარგი მეხსიერება;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;


სხვა მოთხოვნები: სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი