უმცროსი პროექტის მენეჯერი (სამშენებლო-სარემონტო)
საქართველოს ბანკის პროექტირების, ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტში უმცროს პროექტის მენეჯერს ვეძებთ.
ძირითადი ფუნქციები:
· არქიტექტურული ნახაზის კითხვა;
· ობიექტზე პერიოდული ვიზიტი და სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
· პროექტში ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია; მესამე მხარესთან კომუნიკაცია;
· სანებართვო პირობების დაცვის კონტროლი;
· დამკვეთის მასალების მართვა;
· პროექტის რეპორტინგი და ანალიზი.
სამუშაო გამოცდილება:
სარემონტო-სამშენებლო მიმართულებით პროექტის მართვის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცილება.
ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:
· AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა;
· მშენებლობის უსაფრთხოების წესების საბაზისო ცოდნა.
· პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გამოხმაურებას ველით 2025 წლის, 10 თებერვლამდე.
წარმატებები!