ჩვენ, როგორც წამყვანი ბანკი ბაზარზე, ინ-ჰაუს დეველოპმენტით ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მეთოდოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვართ.


საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, უმცროსი პროდუქტის დიზაინერის ვაკანსია გვაქვს.


ჩვენ ვეძებთ უმცროს პროდუქტის დიზაინერს, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, სკრამ მასტერებთან, UX მკვლევარებთან და UX ქოფირაითერებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.


ძირითადი საქმიანობები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;

  • გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ბანკის დიზაინის სტანდარტების და წარმატებული პრაქტიკების გათვალისწინებით;

  • პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება;

  • გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;

  • High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;

  • დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.

უმცროსი პროდუქტის დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია:

  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;

  • განვითარების და სწავლის სურვილი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია Sketch, Figma, XD, After Effects, Principle, Abstract, Zeplin და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;

  • სასურველია Front-End პროგრამირების ენების საბაზისო ცოდნა (HTML5, CSS3).

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.

გამოხმაურებას ველით 2026 წლის 10 აპრილამდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი