საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ უმცროს პროდიუსერს, რომელიც მხარს დაუჭერს წარმოების გუნდს სხვადასხვა ვიდეო და ფოტო პროექტების განხორციელებაში.


მთავარი პასუხისმგებლობები:

  • მომწოდებლებთან და სააგენტოებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა (ბრიფების გაგზავნა/დავალების მიცემა, შეთავაზებების შეგროვება);

  • შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და ამოცანების დროულად შესრულების კონტროლი;

  • პროექტის შესაბამისი დოკუმენტაციის (ბიუჯეტები, ხელშეკრულებები) მოწესრიგება;

  • იდეების გენერაციასა და კონტენტის განვითარებაში მონაწილეობა.

  • გადასაღები პროცესების ლოგისტიკური ორგანიზება სინიორ პროდიუსერთან ერთად (ლოკაციების, ტექნიკის, ტრანსპორტის, ბიუჯეტების და დროის კოორდინაცია);

მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი;

  • კარგი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა

  • ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • კონტენტის წარმოებისთვის საჭირო AI თულების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

 

 

გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 5 ნოემბრამდე!

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი