„საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში უმცროს კონტენტ არქიტექტორს ვეძებთ.
თუ ხარ დაინტერესებული საქართველოს ბანკის ციფრული არხებით და შეგიძლია კომპლექსური კონცეფციები გადააქციო მომხმარებელზე მორგებულ ტექსტად, შემოგვიერთდი!
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
· ციფრული არხებისთვის ქოფის დაწერა და UX არქიტექტურა.
· ციფრული არხების სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება/გამარტივება კონტენტით და ვიზუალური არქიტექტურით.
· მომხმარებლის მოთხოვნების გაანალიზება და ციფრული არხების კომუნიკაციის მორგება მოცემულ მოთხოვნებზე.
· ციფრულ არხებში ახალი ან არსებული პროდუქტების გაუმჯობესების იდეაციაში ჩართულობა.
· კონტენტის მორგება მრავალფეროვან სეგმენტზე და მომხმარებლების ცვალებადი მოთხოვნების ანალიზი.
რა გვჭირდება შენგან?
· ონლაინ არხებისთვის წერის გამოცდილება.
· UX-ის ტექსტური და ვიზუალური პრინციპების საბაზისო ცოდნა.
· სამიზნე აუდიტორიის და კონკურენტების ანალიზის უნარი.
· ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი ქოფის დაწერის უნარი.
· ეფექტური კომუნიკაცია და გუნდურობა.
კარგი იქნება
· გქონდეს დიზაინ პროტოტიპების შექმნის გამოცდილება;
· გქონდეს Agile/Scrum გუნდებში მუშაობის გამოცდილება
· გქონდეს Figma-ში მუშაობის გამოცდილება.
· გქონდეს Kanban-ის framework-ით მუშაობის გამოცდილება.
გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით.
წარმატებებს გისურვებთ!