საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენში უმცროსი ივენთ მენეჯერს ვეძებთ.
საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში.
მარკეტინგი ზრუნავს, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პროდუქტები და სერვისები მიაწოდოს ყველგან, სადაც შეიძლება ის დაჭირდეთ.
ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.
უმცორს ივენთ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:
კომპანიის შიდა და გარე ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება;
ბიუჯეტის შედგენა კონტროლი და ოპტიმიზაცია;
მომწოდებლებთან, პარტნიორებთან ღონისძიების ლოკაციებთან მოლაპარაკება;
ღონისძების კალენდრის მართვა;
ლოჯისტიკური საკითხების დაგეგმვა (ტრანსპორტი, ტექნიკური მხარდაჭერა);
ბრენდის ვიზუალურად წარმოჩენა შესაბამის ღონისძიებაზე.
ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:
მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ივენთ მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი აზრით, უმცროსი ივენთ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:
ეფექტური ორგანიზატორული და კომუნიკაციის უნარები;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;
შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;
საოფისები პროგრამების ცოდნა;
ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა.
გამოხმაურებას ველით 2025 წლის, 29 აგვისტომდე, წარმატებები!