საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, ვეძებთ უმცროს ბრენდ მენეჯერს SOLO და Wealth Management-ის მიმართულებით.

  

SOLO-ს და WM-ის ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის ინტერესებზე და მათი საჭიროების შესაბამისად ავითარებს პროდუქტს. SOLO-ს დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს.

 

SOLO შექმნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ პრემიალური საბანკო მომსახურება და ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიებით, როგორც საბანკო ისე Lifestyle-ის მიმართულებით.

 

ბრენდ მენეჯერს უამრავი საინტერესო საქმე აქვს:

  • მომხმარებლის სურვილების/საჭიროებების გააზრება და არსებულ პროდუქტებში გათვალისწინება ან, ახლის შექმნა გუნდთან ერთად;

  • მომხმარებლისთვის რელევანტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა და კამპანიის დაგეგმვა;

  • შედეგების აქტიური მონიტორინგი და ზრდის ტაქტიკური თუ სტრატეგიული პროექტების შესრულება;

  • აქტიური მუშაობა მარკეტინგის ყველა თანამშრომელთან, ისევე როგორც გუნდის უდიდეს ნაწილთან მთელი ბანკის მასშტაბით;

  • მომხმარებლების სეგმენტისთვის რელევანტური შეხების წერტილების მუდმივი განვითარება და ახლის შექმნა;

  • კონტენტზე ხშირი მუშაობა გუნდთან ერთად;

  • ყოველთვიური შედეგების და განვითარების გეგმების რეპორტინგი;

  • სააგენტოებთან თანამშრომლობა.

 

ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმარტულებით - კონცენტრაცია მარკეტინგი;

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, პროდუქტების, კომუნიკაციების ან ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით;

  • სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

ჩვენი აზრით, ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • კარგი ანალიტიკური უნარები;

  • ონლაინ და ფიზიკურ არხებში მომხმარებლისთვის რელევანტური არხების განვითარების და შექმნის გამოცდილება;

  • ზრდაზე ორიენტირებული, კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება;

  • შესაძლებლობა, გვერდიდან შეხედო ყველაფერს,რასაც ერთად ვაკეთებთ;

  • მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების იდენტიფიცირების გამოცდილება კვლევებზე დაყრდნობით;

  • შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;

  • მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;

  • ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის გამოცდილება;

  • ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი და მათი მხარდაჭერის მზაობა.

 

 

გამოხმაურებას ველით 2026 წლის 13 აგვისტომდე!

 

წარმატებები!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი