საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის CSR მიმართულებაში, ვეძებთ უმცროს ბრენდ მენეჯერს.

 

CSR -ის გუნდის ბრენდ მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს საქართველოს ბანკის გაცხადებულ სოციალური პასუხისმგებლობის აღსრულებაზე და მარკეტინგის დიდ გუნდთან ერთად, ქმნის და აუმჯობესებს რელევანტურ შეხების წერტილებს და მარკეტინგულ კამპანიებს.

 

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, დასაქმება, ბიზნესი. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს.

 

რას გააკეთებს უმცროსი ბრენდ მენეჯერი?

  • მოამზადებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს სხვა ბრენდ მენეჯერებთან კოლაბორაციაში;

  • ჩაერთვება 360-იან თუ სხვა საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელებაში;

  • შესაბამისი კამპანიისთვის შეიმუშავებს მასალებს;

  • ითანამშრომლებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით.



ვფიქრობთ, რომ დაგჭირდება:

  • ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი;

  • ერთ წლიანი ან მეტი გამოცდილება მარკეტინგში.

უმცროსი ბრენდ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • შესაძლებლობების სწრაფად აღმოჩენის უნარი;

  • მუდმივი შექმნის და მოქმედების სურვილი;

  • ინიციატივების გამოხატვის, მათი არგუმენტირების და პროექტის ბოლომდე მიყვანის მზაობა;

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;

  • გამართული კომუნიკაციის უნარები;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პრეზენტაციის უნარი.


თუ თვლი რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგვეხმაურე 2025 წლის 17 თებერვლამდე.



წარმატებები!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი