სს „საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე

 

პოზიციის დეტალები:

•             შიდა აუდიტის ცალკეული მიმართულების ჭრილში პროცესების ავტომატიზაციის პროცესში მონაწილეობა;

•             შიდა აუდიტის პროექტების ფარგლებში ბანკში არსებული მანქანური დასწავლების მოდელების შემოწმება/შეფასება/ტესტირება პროგრამული კოდის დონეზე;

•             შიდა აუდიტის პროექტების ფარგლებში ბანკში არსებული პროცესების (პროცედურების) შემოწმება/შეფასება;

•             დეპარტამენტის საჭიროების შესაბამისად, ბაზებიდან მონაცემების ამოღება, დამუშავება და ანალიზი;

 

უნარები:

•        უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების ან მომიჯნავე სფეროში (სტუდენტი/ან კურსდამთავრებული);

•        Python პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა;

•        საბანკო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Data analytics, data science or engineering);

•      SQL-ის  Query-ების წერის და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

ჩაითვლება უპირატესობად

•      კომპიუტერული პროგრამები: MS Office, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

•      ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია).

•      კომპლექსური მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის უნარი;

•      ანალიტიკური აზროვნების უნარი;

•      სამუშაო დროის მართვის უნარი;

•     როგორც გუნდური ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;      


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისი, 2026

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით