ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.


საქართველოს ბანკის ფრონტის ანალიტიკის და რეპორტინგის სამსახური აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:               

  • საცალო მიმართულების ფრონტ ოფისების (ფილიალები, დისტანციური გაყიდვები) საქმიანობის ანალიზი და დაინტერესებული მხარეებისთვის შედეგების წარდგენა;

  • მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი;

  • მენეჯმენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, როგორც ერთჯერადი, ისე განმეორებადი ანგარიშგებების მომზადება და მართვა;

  • ერთჯერადი მოთხოვნების პერიოდული მიმოხილვა, კანონზომიერებების გამოვლენა და გუნდთან ერთად სისტემური გადაწყვეტების შემუშავება;

  • ანგარიშგებების ტექნიკური და შინაარსობრივი სიზუსტის, ასევე ვიზუალური სიცხადის უზრუნველყოფა;

  • გუნდის წევრებთან ერთად არსებული ანგარიშგებებისა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების, ეკონომიკის, მათემატიკის ან/და სხვა ტექნიკური მიმართულებით);

  • მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • SQL-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;

  • Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

  

აუცილებელი უნარები:

  • ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!


გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 28 აგვისტომდე.

გამოაგზავნეთ განაცხადი