სს „საქართველოს ბანკის“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML ოფიცრის პოზიციაზე.


განრიგი:

საღამოს ცვლა


ძირითადი მოვალეობები:

  • ტრანზაქციების მონიტორინგი.

  • კლიენტის პროფილის შესწავლა და შემდგომი მონიტორინგი.

  • სანქციების სიებთან შესაბამისობის ინდენტიფიცირება და რეპორტინგი;

  • ბანკის შიდა ბაზებთან შესაბამისობის უზრუნველყოფად, სანქცირებულ პირთა სიების მონიტორინგი.

  • მონიტორინგთან დაკავშირებული წერილების დამუშავება.

  • მონიტორინგთან დაკავშირებული ანალიზის მომზადება.

  • სანქციებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევა და ანალიზი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება:

უმაღლესი, IV კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;



აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისურად გამართულად საუბარი და წერა აუცილებელია);

  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამები.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 ივლისი, 2025.


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით