სს „საქართველოს ბანკის“ ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას UX/UI გამოცდილი დიზაინერის პოზიციაზე


სამუშაოს აღწერა


ჩვენ ვეძებთ გამოცდილ UI/UX Designer-ს, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, სკრამ მასტერებთან, UX მკვლევარებთან და UX ქოფირაითერებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.


ძირითადი ფუნქციები:

•         Მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე

•         გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საქართველოს ბანკის დიზაინის სტანდარტების და წარმატებული პრაკტიკების გათვალისწინებით

•         პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება

•         გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება

•         High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება

•         დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•         UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

•         კომპლექსური Mobile და Web აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება

•         Sketch, Figma, XD, After effect, Principle, Abstract, Zeplin და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება

•         სასურველია Front-End პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა - HTML5, CSS3.

•         Გუნდურობა და კომუნიკაბელურობა 



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით