თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები
საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი -ს პოზიციაზე.
რას გააკეთებს თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი:
თვითდასაქმებული კლიენტის შემოსავლის დადგენა, ვალიდაცია;
კლიენტის საქმიანობის ანალიზი და დადასტურება
მიკრო საკრედიტო ექსპერტის მიერ შევსებული განაცხადების ანალიზი და ვალიდაცია , ხარისხის კონტროლი
პორტფელის ხარისხის კონტროლი;
მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;
საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;
თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დიდი მოცულობითი ინფორმაციის დამუშავების უნარი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;
· სამუშაო გამოცდილება:მიკრო დაკრედიტების სფეროში მინ 2 წლიანი გამოცდილება
· ინგლისური ენა B1 დონეზე
სამუშაო ადგილი:თბილისი
შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 4 სექტემბერი, 2025.