საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის  საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი -ს პოზიციაზე.

  

რას გააკეთებს  თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი:

  • თვითდასაქმებული კლიენტის შემოსავლის დადგენა, ვალიდაცია;

  • კლიენტის საქმიანობის ანალიზი და დადასტურება

  • მიკრო საკრედიტო ექსპერტის მიერ შევსებული განაცხადების ანალიზი და ვალიდაცია , ხარისხის კონტროლი

  • პორტფელის ხარისხის კონტროლი;

  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;

  • საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;

 

 

თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:

 

·        ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·        ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;

·        გუნდური მუშაობის უნარი;

·        ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        დიდი მოცულობითი ინფორმაციის დამუშავების უნარი.       

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·       განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;

·       სამუშაო გამოცდილება : დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;



სამუშაო ადგილი: თბილისი

 

 

შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 ოქტომბერი, 2026.

გამოაგზავნეთ განაცხადი